EPP აგენტების რეესტრის შექმნას ითხოვს
იმ ფრონზე, როდესაც ხალხის ძალის კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ- ოპოზიცია რუსულს უწოდებს, იმავე რეგულაციების შემოღებას ითხოვენ ევროპარლამენტარები. ევროპის სახალხო პარტია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი აქტორების გავლენის გასაკონტროლებლად ისეთივე კანონები უნდა ამოქმედდეს, როგორიც ამერიკაშია. "იპიპი" ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ ფინანსურ შემოწმებას, რის შემდეგაც ისინი მოხვდებიან ევროკავშირის გამჭვირვალობის ჩამონათვალში. გარდა ამისა, „ევროპის სახალხო პარტიაში“ აცხადებენ, რომ საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ევროკომისიასა და არასამთავრობოებს შორის დადებული კონტრაქტებიც.
