შანტაჟი ევროპარლამენტიდან
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელისუფლებას აშანტაჯებს. „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ განცხადება კუბილიუსმა იმ რეზოლუციაზე საუბრის დროს გააკეთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. "ნაციონალურ მოძრაობას" მათთვის მისაღები ტექსტის დამტკიცებაში ევროპის სახალხო პარტიის წევრი მირიამ ლექსმანი ეხმარება. მათ ასევე სურთ რომ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქციის შესახებაც შევიდეს შესწორება. კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.
