საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში, ქვეყნის პრეზიდენტსა და ბერძენ კოლეგას შეხვდება
ილია დარჩიაშვილი ათენში დღეს ჩავა. მანამდე კი სლოვაკეთში იმყოფებოდა. გაფორმდა საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აქტი. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის გზაზე ადასტურებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ქმედით დახმარებას.
