თურქეთში 85 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა
ქალაქ ადიამანში ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ ადგილზე. ქართველი მაშველები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თურქეთის გენერალურ კონსულთან და ბათუმის მერთან ერთად გააცილა. თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრიც დაათვალიერა.
