დეზინფორმაციით პანიკის გამოწვევის მცდელობა
თურქეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საქართველოში თითქოსდა მოსალოდნელი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია გამოჩნდა. სპეციალისტები კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტავენ, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია და მოსახლეობას მოუწოდებენ, ფეისბუქში გავრცელებულ ბოროტ ხუმრობას არ აყვნენ. სამწუხაროა, რომ ამ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ, ვიღაც ქვეყანაში პანიკის დათესვას, ხალხის დაშინების და დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.
