ზესტაფონის თეატრში „ბავშვთა თეატრალური კვირეული“ დაიწყო
ზესტაფონის თეატრში „ბავშვთა თეატრალური კვირეული“ დაიწყო. კვირეული „პატარა უფლისწულის“ პრემიერით გაიხსნა. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს პატარა მაყურებლის გახალისებასა და თეატრთან მის დაახლოებას. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით ბავშვთა თეატრალური კვირეული 2022 წელს 1-7 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გაიმართა.
