შანტაჟი ევროპარლამენტიდან
ევროპარლამენტის რეზოლუციაში აქცენტი სააკაშილის ჯანმრთელობაზე არის საქართველოს დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის შეურაცხყოფა - ასე აფასებს მმართველი გუნდი რეზოლუციის იმ ტექსტს, რომელსაც კენჭი ხვალ უნდა უყარონ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფაც არის, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაზარალდნენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ იმასაც, რომ ამ შინაარსის რეზოლუციას იღებენ იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი საერთაშორისო კორუფციულ სკანდალშია გახვეული. არსებული ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია რეზოლუციაში იმ ცვლილებების გატანასაც შეეცდება, სადაც საუბარი იქნება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის ლოგიკურია ასეთი რეზოლუციის მიღება ევროპის სახალხო პარტიის მიერ, რომლის პარტნიორიც ნაციონალური მოძრაობაა..
