ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია არ შედგა, ორგანიზატორებმა ხალხი ვერ შეკრიბეს
ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია არ შედგა, ორგანიზატორებმა ხალხი ვერ შეკრიბეს. მერიის შენობასთან პარტიის მხოლოდ ორი დეპუტატი იმყოფებოდა, რომლებმაც ტერიტორია მალევე დატოვეს. ეს კადრები სწორედ იმ დროს არის გადაღებული, როცა დაანონსებული აქცია უნდა გამართულიყო. ადიგენისგან განსხვავებით, აქციის რამდენიმე მონაწილე შეიკრიბა ფოთში. დევიზით „თავისუფლება მიშას“ - მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც. აქციის მოანაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, მანამდე კი აქციების გაგრძელება დააანონსეს. აქცია გაიმართა ხაშურშიც, სადაც პროტესტის მონაწილეებს შეუერთდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
