ახალი კადრები მიხეილ სააკაშვილის პალატიდან
ახალი კადრები მიხეილ სააკაშვილის პალატიდან. მასალა, რომელიც ქრონიკამ მოიპოვა, დაახლოებით სამი თვის წინ არის გადაღებული და 13 ნოემბრით თარიღდება. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილის გარემოცვა ამტკიცებდა, რომ პატიმრის მდგომარეობა დამძიმდა და გადაადგილება უჭირს. ამ კადრების გავრცელების შემდეგ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კადრებში კარგად ჩანს, რომ ადგილი აქვს სიმულაციას. მათივე თქმით, გავრცელებული კადრებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა დეზინფორმაცია, რომელსაც კამპანიური ხასიათი აქვს.
