ჩალაძის აღიარება
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებას, რომ კრედიტსუისის მენეჯმენტის მამხილებელ სტატიებს ვერ აქვეყნებენ, გიორგი ჩალაძე ეხმაურება. ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ სააკაშვილის პატიმრობიდან გაათავისუფლების სანაცვლოდ, პრობლემას თავად მოაგვარებს. ჩალაძის ამ განცხადებას ერთგვარ აღიარებად აფასებენ მმართველ პარტიაში. დეპუტატები განმარტავენ, რომ ნაციონლაური მოძრაობის წევრმა ამ განცხადებით დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზინამიმართული კამპანია მიმდინარეობს.
