12 საათისთვის დაანონსებული წმინდა სინოდის სხდომა ჯერ კიდევ არ დაწყებულა
12 საათისთვის დაანონსებული წმინდა სინოდის სხდომა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. წმინდა სინოდის სხდომა პატრიარქის მოწვევით იმართება. რა საკითხებს განიხილავენ სინოდის წევრები, უცნობია. სხდომის დაწყებამდე მედიასთან განცხადება რამდენიმე სასულიერო პირმა გააკეთა, თუმცა განსახილველი საკითხები არ დაუკონკრეტებიათ.
