მიჩიგანის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 ადამიანი დაიღუპა
მიჩიგანის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი მძიმედაა დაჭრილი. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი უნივერსიტეტის ორ კორპუსში გახსნა. ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელი გარდაცვლილი იპოვა, სამართალდამცველების ვერსიით, მათ თავი მოიკლა. მოგვიანებით, პოლიციამ მამაკაცის ფოტოც გამოაქვეყნა, ამ ეტაპზე თავდამსხმელის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
