მაია სანდუს მტკიცებით, კრემლი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს
მაია სანდუს მტკიცებით, კრემლი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ინფორმაცია მას უკრაინის მხარემ მიაწოდა, კიევის მიერ მოლდოვის ხელისუფლებისთვის გადაცემული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ოფიციალური მოსკოვი კიშინიოვში დივერსანტების ჩაყვანას გეგმავდა. სანდუს თქმით, კრემლის გეგმის მიხედვით, რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან სამხედრო პირები სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას აპირებენ. მოლდოვის პრეზიდენტის ბრალდებებს უსაფუძვლო და სიცრუე უწოდეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
