საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის კანდიდატურა ცნობილია
საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის კანდიდატურა ცნობილია. ჯო ბაიდენმა კელი დეგნანის შემცვლელად რობინ დანიგანი დაასახელა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დიპლომატი რობინ დანიგანი ამჟამად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა. 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში რობინ დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში. როგორც ცნობილია ელჩის კანდიდატურას პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ აშშ-ის სენატი განიხილავს და ამტკიცებს.
