მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართულ შეხევდრებს არაბული მედია ეხმაურება
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართულ შეხევდრებს არაბული მედია ეხმაურება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცე პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და დუბაის მმართველი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს შეხვდა. გამოცემის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები, კერძოდ, ეკონომიკასა და კულტურის სექტორის სფეროებში. სტატიაში აღნიშნულაი, რომ შეიხი მუჰამედი და ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრნენ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობის დამყარებაზე. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას.
