ბათუმში ზღვის სანაპიროსთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება
ბათუმში ზღვის სანაპიროსთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ერთ-ერთი ვერსიით, წყალქვეშა ნაღმი აფეთქდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ასევე გამნაღმველები. ადგილზე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
