საქართველოში უახლოესი დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოესი დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ქვეყნის უმეტეს რაიონში მოთოვს. მაღალმთიან რეგიონებში კი ძლიერ თოვას ვარაუდობენ. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც. ძლიერ ქარს ელოდებიან დედაქალაქშიც. რეგიონებში მოსალოდნელი ქარბუქისა და დიდთოვლობის გამო, სინოპტიკოსები საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასაც არ გამორიცხავენ.
