ავსტრია, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს „ლეოპარდ 2"-ის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის არ გადაამზადებს
ავსტრია, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს „ლეოპარდ 2-ის“ საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის არ გადაამზადებს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქვეყნის თავდაცვის მინისტმა განუცხადა და აღნიშნა, რომ „თითოეული სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავისი კანონების ფარგლებში“. უკრაინელი სამხედროები გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ საბრძოლო ტანკების გამოსაყენებლად სწავლებას პოლონეთში გადიან. წვრთნა გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე პოლიგონზე ტარდება. უკრაინელ სამხედროებს წუხელ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეწვია და სწავლების მიდინარეობას პირადად გაეცნო.
