უკრაინაში საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის მიმართულებით თავდასხმა გააძლიერეს
უკრაინაში საკუპაციო ძალებმა ბახმუტის მიმართულებით თავდასხმა გააძლიერეს. სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ისინი ბოლო 6 თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბახმუტიდან 7 კილომეტრის მანძილზე მდებარე დასახლება კრასნაია გორაზე კონტროლი მოიპოვეს. ბახმუტის მიმართულებით რუსული არმიის წინ წაწევის შესახებ ბრიტანული ბიბისიც წერს. სტატიის ავტორი, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა ბახმუტის ბრძოლის ველზე აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალები ბახმუტის დასამორჩილებლად ბრძოლას მეტი სიმძაფრით განაგრძობენ, რადგან სურთ, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მაინც დაამყარონ ქალაქზე კონტროლი. თუმცა ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ რუსული აგრესიის გაძლიერების, დაბალი ტემპერატურისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის მიუხედავად, უკრაინული არმია ბახმუტში პოზიციას მტკიცედ ინარჩუნებს.
