საქართველოსა და საამიროების ხელშეკრულება
მისი აღმატებულება შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და დუბაის მმართველი, დღეს მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები, კერძოდ, ეკონომიკასა და კულტურის სექტორის სფეროებში. შეიხი მუჰამედი და ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრნენ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობის დამყარებაზე. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას.
