ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა
სიმართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე სწორედ ტელე „იმედმა“ უთხრა საზოგადოებას. იმედმა, რომელიც მის შემქმნელს წაართვეს და წლების განმავლობაში მისაკუთრებული ჰქონდათ. ბადრი პატარკაციშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან, 15 წელი გავიდა. ამ დრომდე ბურუსით არის მოცული, რა მოხდა რეალურად. ბიზნესმენი 2008 წელს ლონდონში, მოულოდნელად, საკუთარ სახლში, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით დაიღუპა. 2018 წელს პროკურატურამ სკანდალური ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვით, პატარკაციშვილის მკვლელობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები გეგმავდნენ და ლიკვიდაცია სააკაშვილის მიერ სანქცირებული იყო. კითხვები ამდენი წლის შემდეგაც ბევრია. ბადრი პატარკაციშვილის სახელს კი, უამრავი საქველმოქმედო პროექტი უკავშირდება. იმედის ქალაქი, ცირკი, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, მთაწმინდის პარკი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“.
