ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებელი 52 წლის ასაკში, 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად, გარდაიცვალა. დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. მთავარი კი ტელეკომპანია "იმედია". 7 ნოემბრის დარბევისა და ტელევიზიაში შემოჭრის შემდეგ, ტელეკომპანია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიისაკუთრა. "იმედი" მფლობელებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნდა.
