მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს - საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას. 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას. საძირკვლის გაძლიერებას და მრავალ სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს. ამ დროისათვის დასრულებულია სასახლის "ბე" ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები.
