სვიმონ დადიანის ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ხელოვნების სასახლეში დაზიანებებით დააბრუნეს
სვიმონ დადიანის ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ხელოვნების სასახლეში დაზიანებებით დააბრუნეს - ეს რესტავრატირების დასკვანში წერია. ნახატები 2020 წელს, 2 წლით გამოფენისთვის ითხოვეს, თუმცა რადგანაც დადგენილ ვადაში ნივთები არ დააბრუნეს, კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ნახატები მეორე მცდელობის შემდეგ წაიღო, რადგან პირველად 10 თებერვალს სხვადასხვა მიზეზით, ნამუშევრების შენობიდან გატანაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თქვა უარი. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ნივთები საქართველოს სწორედ პრეზიდენტის შუამავლობით გადმოეცა, დაზიანება მცირე სახის იყო და მიზეზს მოკვლევა დაადგენს.
