სასჯელისგან გათავისუფლების სპეცოპერაცია - მმართველი გუნდი, „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებულ კადრებს აფასებს
სასჯელისგან გათავისუფლების სპეცოპერაცია - მმართველი გუნდი, „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებულ კადრებს აფასებს, სადაც ექსპრეზიდენტის პალატაში გადაადგილების მომენტებია ასახული. კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი ხან დამოუკიდებლად, ხან სპეციალური საშუალებით გადაადგილდება, ეწევა ელექტროსიგარეტს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ამბობენ, რომ პატიმრის და მისი გარემოცვის ქმედებები არის სასჯელისგან გათავისუფლების სპეცოპერაცია, "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია იმისაც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციას კომიკურს, თავად ხდის.
