„იმედის კვირამ“ მიხელ სააკაშვილის პალატაში გადაადგილების კადრები მოიპოვა
„იმედის კვირამ“ მიხელ სააკაშვილის პალატაში გადაადგილების კადრები მოიპოვა, რომლებიც სხვადასხვა დროს, გასულ წელს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ხან დამოუკიდებლად, ხან ყავარჯნებით გადაადგილდება, ეწევა ელექტროსიგარეტს. ერთ ეპიზოდში კი ჩანს, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს ეკა ხერხეულიძე ჯვრის გაკეთებაში ეხმარება. დაახლოებით ამ პერიოდში კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი ჯვარს სისუსტის გამო ვერ იკეთებდა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ სწორედ ამ დროს სააკაშვილი თავისუფლად გადაადგილდება. კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ამბობენ რომ პატიმრის და მისი გარემოცვის ქმედებები არის სასჯელისგან გათავისუფლების სპეცოპერაცია, "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია იმისაც ამბობს რომ ნაციონალური მოძრაობა სიტუაციას თავად ქმნის კომიკურს.
