პრემიერი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა
პრემიერ მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კლაუს შვაბს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ორნიშნა ეკონიმიკური ზრდა და სტაბილური გარემო უზრუნველყო. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას.
