მსოფლიოს მთავრობათა სამიტი დუბაიში და პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლა
პრემიერ მინისტრი დუბაიში მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. პრემიერის თქმით ამისთვის აქტიურად მუშაობს მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ საქართველო არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში.
