მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
ამინდის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე, საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში , შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი.
