ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები ალკოჰოლიანი სასმელების სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს.
