კულტურის მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაში ჩავიდა
მან პრინც აშილ მიურატის სასახლე დაათვალიერა და მამულის მდგომარეობას გაეცნო. თეა წულუკიანი ისტორიულ სიძველეებსა და უნიკალურ ფოტოებს გაეცნო. მან მოინახულა აშილ მიურატის საფლავიც, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს, გაესაუბრა პრინცის შთამომავლებს და მათთან ერთად განიხილა ისტორიული სასახლისა და გარემოს განვითარების პერსპექტივა.
