ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვიდა
პრემიერმ მინისტრმა დუბაიში მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მონაწილეეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. პრემიერის თქმით ამისთვის აქტიურად მუშაობს მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ საქართველო არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა გასულ წელსაც. მთავრობის გადამწყვეტმა ქმედებებმა კი ხელი შეუწყო სამუშაო ადგილის შექმნას.
