მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში
საპენსიო რეფორმების გასაპროტესტებლად პარიზის, ნიცის, მარსელისა და ნანტის ქუჩებში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. საზოგადოების პროტესტს საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდა იწვევს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი მიიჩნევს, რომ საპენსიო სისტემის სიცოცხლის უნარიანობის უზრუნველსაყოფად რეფორმა აუცილებელია.
