კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში
კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, იტალიის პოლიციამ ევრო პარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს. დაკავების ორდერი ბელგიის ხელისუფლებამ გასცა, რომელმაც 10 თებერვალს ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში კოცოლინოს კოლეგა, ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავა. როგორც იტალიურ მედიას კოცოლინოს ადვოკატმა, განუცხადა დაკავებიდან რამდენიმე საათში კოცოლინო სახლში დაბრუნდა და ახლა შინა პატიმრობაში იმყოფება. ბელგიური მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს. ამ საკითხს სასამართლო სამშაბათს, 14 თებერვალს განიხილავს. ევროპარლამენტმა გასულ ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სესიაზე ტარაბელასა და ევროპარლამენტარ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა.
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
