ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორ მხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
