სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ახალი პარტნიორი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში უახლოეს პერიოდში რუსთავის სპორტული კომპლექსი წყალბურთის ტურნირს უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი გუნდის გარდა, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის წარმომადგენლები გამოვლენ. 2022 წელი საქართველოს წყალბურთის ისტორიაში საუკეთესო იყო და ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრით ისტორიული შედეგი აჩვენა.
