სოფო მამალაძის პერსონალური გამოფენა
ათინათის კულტურის ცენტრმა ახალგაზრდა არტისტის, სოფო მამალაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. მხატვარმა ნამუშევრები სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნა. ექსპოზიცია ბერძნულ თემატიკას ეხება. სოფო მამალაძე ქართველი არტისტია, რომელიც თბილისსა და ბერლინში მოღვაწეობს.
