კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა მორიგი კონცერტი გაიმართა
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით კონკურსის გამარჯვებულთა ნაწარმოებები შესრულდა. „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ კულტურის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააფუძნა. მიზანი ეროვნული საკომპოზიციო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობაა. მომდევნო კონცერტი 18 მარტს გაიმართება.
