რუსთავში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა
რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, 19 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმე კვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.