ლისაბონის ქუჩებში სოციალური პირობებით უკმაყოფილო პედაგოგები გამოვიდნენ
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასწავლებლების საპროტექტო აქცია პორტუგალიის დედაქალაქში მესამედ მოეწყო. ადგილობრივი პროფკავშირების მტკიცებით, აქციაში მონაწილეობას 100 000-მდე ადამიანი იღებდა. პედაგოგები ინფლაციისა და სოციალური პირობების გაუარესების ფონზე ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
