თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
გარდაცვლილია ქართველი ემიგრანტი ციცო პაკელიანი. ციცო პაკელიანი 10 წელზე მეტი ცხოვრობდა თურქეთში, ქალაქ გაზინტეპში. ოჯახის ინფორმაციით, მიწის ძვირს დროს, მოხუცი, რომელსაც უვლიდა, მარტო არ დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით გარდაცვლილის ცხედარს, სამშობლოში, სავარაუდოდ ხვალ გადმოასვენებენ. ამ დროისთვის თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
