ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით
ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. მიზეზი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდა. სომხეთში თურქეთის დესპანმა „ტვიტერის“ გვერდზე სატვირთოების ფოტოები და ვიდეო ატვირთა, წარწერით: "ყოველთვის მემახსოვრება სომეხი ხალხის მიერ გამოგზავნილი გულუხვი შემწეობა მიწისძვრის მიერ დაზარალებულ თურქეთში. ეს ჩვენი ხალხის ტკივილის შემსუბუქებისთვის გაკეთდა".
