თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს
დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში 6 ათასამდე შენობა დაინგრა. მშენებლობების ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოძიება უკვე დაწყებულია. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ 10 პროვინციაში საგამოძიებო ჯგუფების შექმნის განკარგეულება გასცა.
