თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 ათასს გადააჭარბა
თურქეთის ვიცე პრემიერის განცხადებით, ამ დროისათვის თურქეთში დადასტურებულია 24 600-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 3 500-ს აღემატება. სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში უკვე მე-5 დღეა გრძელდება. მიწისძვრიდან 130 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, ორი თვის ბავშვის ამოყვანა შეძლეს, თუმცა ნანგრევებში მიყოლილი ადამიანების გადარჩენის შანსი მინიმალური რჩება.
