იტალიური კაჩოტა სამეგრელოდან
ზოგადად ყველა აღქმა ბოლო-ბოლო სუბიექტურია. მოდით, დღეს მეც ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებ და გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას, რომ მეგრულ სულუგუნს სამყაროში ცოტა თუ რამე შეედრება. სულუგუნს და არ სულგუნს, არ მეშლება, მეგრელები მას ასე ვეძახით. კარგით, გადავდოთ ჩემი სუბიექტურობა და მეგრელობაც გვერდზე, მაგრამ ერთ რამეში ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ სამეგრელოში ყველის კულტურა ერთ-ერთი დახვეწილი და ხარისხიანია. მსოფლიო კულინარია ამ ტექნოლოგიას ჯერ სათანადოდ არ იცნობს, არ იცნობს ისე, როგორც ფრანგულს, ჰოლანდიურს ან იტალიურს, მაგრამ არც ესაა პრობლემა: კარგი იდეა, ხელშეწყობა, მაგალითად გაეროს მხრიდან და პლუს გამჭრიახობაც სენაკსა და მარტვილში მსოფლიოში პოპულარული ყველის სახეობასაც მშვენივრად ამოგაყვანინებს. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მაგალითად ვენერა ლიპარტიას კაჩოტა რომელიმე იტალიური ყველის კოპირება იყოს. სულაც არა. სენაკში ამოყვანილ იტალიურ ყველს მაინც სხვა გემო აქვს. იდეა იდეად და ბოლოს ბიზნესადაც იქცა. ამ ბიზნესის თქვენამდე მოტანა, არც თუ ისე სახურამო საქმეა და ეს ამბავი მანჩი გაბელიას და გოგა წულაიას ვანდეთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ იტალიურ კაჩოტას მეგრული შესრულებით.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
