ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
თურქეთ-სირიის ტრაგედიამ პირველივე წუთების გააზრების შემდეგ, ალბათ ყველა დაგვაფიქრა, რამდენად მყარია სახლები, სადაც ვცხოვრობთ. მართალია ბუნებრივ კატასტროფებთან საბრძოლველად, ადამიანი უმეტესწილად უძლურია, მაგრამ მყარი და მედგარი სახლი, საიმედო განცდას მაინც ქმნის. განსაკუთრებით კი ეს განცდა, ავარიულ სახლებში მცხოვრებელბისთვის აუცილებელია. ასეთი სახლების არსებობა თბილისისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გეოლოგიური პროცესების გამო, კორპუსების ავარიულობის ხარისხი დროთა განმავლობაში პროგრესირებს. პრობლემის გადასაჭრელად 2022 წლის მაისში დედაქალაქის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა, რომელშიც ცოტა ხნის წინ ცვლილებები შევიდა. პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლებაში მდებარე კორპუსი იყო, რომლის სადარბაზოც ბზარების გამო შენობის კონსტრუქციას იყო მოშორებული. მის ადგილას ახლა, 10 სართულიანი კორპუსი შენდება, რომელშიც 90 გარემონტებული საცხოვრებელი ბინა განთავსდდება. საბა ხვიჩია დაინტერესდა ამ თემით.
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
