„მეორე ფრონტი“ არ იქნება
ბაკურიანში პრემიერი დღეს უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. იმ სისასტიკეს, რომლის შედეგადაც ჯარისკაცებთან ერთად მშვიდბიანი მოქალაქეები იღუპებიან. ისაუბრა ზარალზე, რომელსაც უკრაინა და არამარტო უკრაინა ამ ომის გამო განიცდის. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე დიდი გამოწვევის, ომის თავიდან არიდება მოახერხა.
