ხუთი დღე მსოფლიო ჩემპიონატამდე
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადაა. ეს საკმაოდ ამბიციური ფრაზა უშუალოდ ღონისძიების ადგილიდან გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ზამთრის ყველაზე პოპულარულ სახეობებში პირველობის მოსაპოვებლად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სპოტსმენები თავს სწორედ საქართველოში მოიყრიან. ამ პრესტიჟული ტურნირის ღირსეული მასპინძლობისთვის, რომ ყველაფერი მზად უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად უშაულოდ ადგილზე მოისმინა. ღირსეული მასპინძლობა, როგორც სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისე განტვირთვის საჭირო სივრცეებს გულისხმობს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბაკურიანს დარჩება და ტურისტულ პოტენციალს, კიდევ უფრო გააძლიერებს. ანა ბერძენიშვილი გვიამბობს, როგორ გამოიყურება ბაკურიანი 2023.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
