ნიდერლანდები VS საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რაგბი ევროპის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად ნიდერლანდების გუნდთან ჩაატარებს. წინა მატჩისგან განსხვავებით ლევან მაისაშვილმა ათი ცვლილება განახორციელა. რაგბი 16:15 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.
