დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში
ორბელიანების სასახლეში , საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ლაურეატებს გამარჯვება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარე, ნუნუ მიცკევიჩი.
